ოკუპაცია

აშშ-ს საელჩო: დათა ვანიშვილის სიმტკიცე რუსული ოკუპაციის პირისპირ შთაგონების წყაროდ დარჩება

სირცხვილია

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები დათა ვანიშვილის გარდაცვალებას ეხმაურება და ხსოვნას პატივს მიაგებს. 

"პატივს მივაგებთ დათა ვანიშვილის ხსოვნას, რომლის სიმტკიცეც რუსული ოკუპაციის პირისპირ ყველასთვის შთაგონების წყაროდ დარჩება, სანამ რუსეთი არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს". – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. 


ხურვალეთში 2011 წელს დათა ვანიშვილის სახლის წინ, კუთვნილ მიწაზე საოკუპაციო ძალებმა მავთულხლართები გააბეს. მისი სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა, ხოლო მიწის ნაკვეთი საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. დათა ვანიშვილს რამდენჯერმე შესთავაზეს ე.წ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა, თუმცა ის უარს ამბობდა მასზე. ხურვალეთის არაოკუპირებულ ნაწილში გადასვლის გამო დათა ვანიშვილი რამდენჯერმე დაკავებული იყო ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით.

დათა ვანიშვილი ცხოვრების ბოლომდე უარს ამბობდა დაეთმო საკუთარი სახლი და ანდერძში ცოლსაც სწორედ ეს დაუბარა. ამის გამო ის საქართველოში რუსულ ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. 2017 წლის იანვარში საქართველოში ვიზიტის დროს ამერიკელმა სენატორმა, ჯონ მაკკეინმა მოინახულა დათა ვანიშვილი 

დათა ვანიშვილი 19 მარტს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის დღეს, 22 მარტს დაკრძალეს.

კომენტარები