დათა პაპას სტიპენდია

გურული დღიურების ფონდი დათა პაპას სახელობის სტიპენდიას აწესებს

გურული დღიურების ფონდი ოკუპაციის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეებისთვის დათა პაპას სახელობის სტიპენდიას აწესებს. ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე Facebook-ზე წერს.

"ბევრი ვიფიქრეთ, რა გაგვეკეთებინა ამ დიდი კაცი ხსოვნის პატივსაცემად და მცირე მოვიფიქრეთ. #გურულიდღიურებისფონდი დათა პაპას სტიპენდიას დააწესებს და მას ოკუპაციის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეებს დაუნიშნავს პერიოდულად". – წერს კეკელიძე
 


ხურვალეთში 2011 წელს დათა ვანიშვილის სახლის წინ, კუთვნილ მიწაზე საოკუპაციო ძალებმა მავთულხლართები გააბეს. მისი სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა, ხოლო მიწის ნაკვეთი საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. დათა ვანიშვილს რამდენჯერმე შესთავაზეს ე.წ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა, თუმცა ის უარს ამბობდა მასზე. ხურვალეთის არაოკუპირებულ ნაწილში გადასვლის გამო დათა ვანიშვილი რამდენჯერმე დაკავებული იყო ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით.

დათა ვანიშვილი ცხოვრების ბოლომდე უარს ამბობდა დაეთმო საკუთარი სახლი და ანდერძში ცოლსაც სწორედ ეს დაუბარა. ამის გამო ის საქართველოში რუსულ ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლოდ იქცა.

2017 წლის იანვარში საქართველოში ვიზიტის დროს ამერიკელმა სენატორმა, ჯონ მაკკეინმა მოინახულა დათა ვანიშვილი 

დათა ვანიშვილი 19 მარტს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები