დაცული ტერიტორიები

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ჯიხვის პოპულაცია ბოლო 8 წელში თითქმის გაორმაგდა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ჯიხვის პოპულაცია ბოლო 8 წლის განმავლობაში, თითქმის გაორმაგდა.

"2020 წლის აღრიცხვის მიხედვით, აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვის რაოდენობა ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე 690 ინდივიდს აღწევს, რაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებისა და ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლების თავდაუზოგავი და აქტიური საქმიანობის შედეგია". – ვკითხულობთ სააგენტოს განცხადებაში. 

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ჯიხვის პოპულაციის აღრიცხვა ორ ეტაპს მოიცავს. მაის-ივნისში ჯიხვების შობა, ე.წ "ჯიხვების დოლი" იწყება, როდესაც ახალდაბადებული ინდივიდების რიცხოვნების დადგენა ხდება. ნოემბრისა და დეკემბრის თვეები კი ჯიხვების გამრავლების პერიოდია, ისინი ჯგუფებად იკრიბებიან და საუკეთესო დროა მათი რაოდენობის დასათვლელად.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ჯიხვისთვის მნიშვნელოვან საარსებო გარემოს წარმოადგენს, ამიტომ სააგენტო მთელი წლის განმავლობაში აკვირდება მათ რიცხოვნობას ფოტოხაფანგების, რეინჯერების და შესაბამისი აღრიცხვის მეთოდების მეშვეობით.

კომენტარები