დაცული ტერიტორიები

ნეძვის აღკვეთილის რეინჯერი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა

დაცული ტერიტორიების სააგენტო

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის, ნეძვის აღკვეთილის რეინჯერი, თეიმურაზ ლომიძე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მძიმედ დაშავდა. სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადამ რეინჯერი საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

"რეინჯერი თეიმურაზ ლომიძე 2006 წლიდან მუშაობდა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში. იგი საკუთარი საქმის მცოდნე, ბრაკონიერებთან შეუპოვარი ბრძოლით და თავდადებული შრომით გამორჩეული თანამშრომელი იყო". – ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები