დაცული ტერიტორიები

ლელიანის კატა ჭაჭუნას აღკვეთილში - ფოტო

დაცული ტერიტორიების სააგენტო

ლელიანის კატა ჭაჭუნას აღკვეთილში. 

ფოტო: დაცული ტერუტორიების სააგენტო, 19 მაისი, 2018 წელი. 

ლელიანის კატა (Felis chaus), მტაცებელი ძუძუმწოვარია კატისებრთა ოჯახიდან.

მისი სხეულის სიგრძე 80 სმ, მასა 16 კგ-ს აღწევს.

ბინადრობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკის წინა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მდინარეთა ხეობების ხშირ ბარდებში. ასევე, ვოლგის დელტაში, კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპიროზე, შუა აზიის მდინარეთა ხეობებში. საქართველოში გვხვდება მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილში.

იკვებება ფრინველებით, ძუძუმწოვრებით. 

რაც შეეხება ჭაჭუნას აღკვეთილს - ის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ისტორიულ ქიზიყში მდებარეობს. წარმოადგენს წარსულში ჭაჭუნის სახელმწიფო სატყეო მეურნეობის ბაზაზე დაარსებულ დაცულ ტერიტორიას. აღკვეთილის საერთო ტერიტორია 5200 ჰექტარია, ის თბილისიდან 175 კილომეტრითაა დაშორებული.​

კომენტარები