მოლაპარაკებები

კრამონი: მოლაპარაკებები გაგრძელდება, ეს არ იყო ბოლო ვიზიტი – უნდა ვიპოვოთ გამოსავალი

[...] ჩემთვის ეს არ იყო საბოლოო ჩავარდნა. ჩემთვის ეს არის დიდი შიდა კრიზისი საქართველოში. შარლ მიშელის ვიზიტი იყო კარგი ნაბიჯის იმის საჩვენებლად, რომ ევროკავშირის ინტერესებში არის ამ კრიზისის მოგვარება, რომ ევროკავშირს სურს, ამ გადაწყვეტილების ნაწილი იყოს. სწორედ ამ მიზნით გამოგზავნა მან თავისი პერსონალური წარმომადგენელი. ბატონმა დანიელსონმა სამუშაო კარგად შეასრულა და ახლა ის უნდა დაბრუნდეს, რათა გავიგოთ, რის გაკეთებაა შესაძლებელი. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ იყო ბოლო მცდელობა ან ვიზიტი თბილისში, მოლაპარაკებები გაგრძელდება. რადგან ჩვენ უნდა მივაღწიოთ საკითხის გადაწყვეტას და უნდა ვიპოვოთ გამოსავალი. ჩვენ გვსურს, ვიხილოთ, რომ ეს პარლამენტი სათანადოდ მუშაობს. ჩვენ გვსურს ნამდვილი დიალოგის ნახვა, რეფორმების ნახვა, ჩვენ გვსურს, რომ შემდეგი არჩევნები გაიმართოს სხვა პირობებში. და ცხადია, ჩვენ გვინდა მართლმსაჯულების ყოვლისმომცველი რეფორმის ხილვა. ეს ჯერ არ არის მიღწეული, ამიტომ ჩვენ არ დავნებდებით და გამოსავალზე ვიმუშავებთ.

ამბობს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში ევროპარლამენტარი  ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი. 

კომენტარები