მოგებულზეც და წაგებულზეც არის საუბარი, გამომდინარე იქედან, რომ ამ ხალხის მიზანი, განსაკუთრებით სააკაშვილის, ბოკერიას და სხვების მიზანი არის ის, რომ წააგოს სახელმწიფომ. მათ შორის კონკრეტული ულტიმატუმებითაც გამოჩნდა ის, რომ სახელმწიფოს წაგება ამ პოლიტიკური პარტიების მიზანია. ჩვენ, ბუნებრივია, ამას ვერ დავუშვებდით და ეს ყველამ დაინახა.
ულტიმატუმები უკავშირდებოდა ორ პუნქტს. ერთი პუნქტი პირდაპირ ითვალისწინებდა კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას და მეორე პუნქტი პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოს ინტერესებს, ეს შემიძლია გითხრათ. ჩვენ ვართ აქ ხელისუფლება. ამ ხელისუფლების ამოცანა, პასუხისმგებლობა არის ის, რომ ქვეყანაში იყოს დაცული კანონის უზენაესობა და ამ სახელმწიფოს ინტერესები, მათ შორის, იმ ძალებისგანაც, რომლებიც პირდაპირ მტრობენ სახელმწიფოს, მათ შორის, იმ ულტიმატუმებით, რომლებიც აქ იყო დაყენებული. ჩვენ ვიმოქმედეთ ამ პასუხისმგებლობით, დანარჩენი პროცესი გაგრძელდება....





