AstraZeneca-ს ვაქცინა

ბრიტანეთის მარეგულირებელი: AstraZeneca-ს ვაქცინის მიღება უნდა გაგრძელდეს

ფოტო: bbc.com

გაერთიანებული სამეფოს მარეგულირებლებმა თქვეს, რომ მოსახლეობაში AstraZeneca-ს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების პროცესი უნდა გაგრძელდეს, რადგან ვაქცინასა და თრომბს შორის მიზეზობრივი კავშირი ვერ დასტურდება. 

ბრიტანეთის წამლისა და ჯანმრთელობის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტოს ინფორმაციით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა ვენებში სისხლის შედედებას იწვევს. 

სააგენტოს თქმით, ბრიტანეთში მონაცემების განმეორებითი მიმოხილვის პროცესი ისევ გრძელდება, თუმცა იშვიათი თრომბის შემთხვევა, რომელიც ბუნებრივადაც შეიძლება განვითარდეს, მილიონიდან ერთზე ნაკლებ შემთხვევაში ფიქსირდება. ვაქცინასა და მას შორის კავშირი კი ვერ დასტურდება. 

მარეგულირებელი ორგანოს რჩევა უცვლელი რჩება, ვაქცინის სარგებელი მნიშვნელოვნად აჭარბებს მასთან დაკავშირებულ რისკებს და ამის გამო საზოგადოებამ ვაქცინის მიღების პროცესი უნდა განაგრძოს. 

კომენტარები