ჩანაწერები

მელაძე: თუ დაიწყება შესაძლო დანაშაულზე გამოძიება, გადავცემთ ჩანაწერს, რა ფორმითაც გვაქვს

დღეს ჩვენ დავინახეთ მათი გამოკითხვიდან ერთადერთი განზრახვა, რომ მათ უნდა დაადგინონ, ვინ იყო წყარო, შესაბამისად, სხვა არაფერი აინტერესებთ. და ისინი ამ გამოძიებას იმწამსვე შეწყვეტენ იმავე მუხლით, რომლითაც დაიწყო, რა მუხლითაც ახლა აქვთ დაწყებული. თუ დაიწყება გამოძიება, თუ იქნება საუბარი კონკრეტულად შინაარსზე და იმ სავარაუდო მძიმე დანაშაულებებზე, როდესაც ჩვენ დავინახავთ პროკურატორის განზრახვას, რომ მათი მიზანია არა წყაროს იდენტიფიცირება, არამედ დანაშაულის გამოძიება, ჩვენ იმ ფორმით, რა ფორმითაც ახლა გვაქვს ჩანაწერები,  გადაცემაში გამოყენებული, ჩვენ მათ გადავცემთ. 

თქვა ტელეკომპანია პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვის შემდეგ.

კომენტარები