პოლიტიკური კრიზისი

თალაკვაძე: საფუძვლის გარეშე მოთხოვნის განხილვა არჩევნებზე არის უსაფუძვლო

მინდა, ძალიან მკაფიოდ ვთქვა, რომ ჩვენ ასევე ძალიან ვუფრთხილდებით ჩვენი მხარდამჭერების არჩევანს და ქართული ოცნება ვერ გადადგამს ნაბიჯს, რომლითაც ჩვენი მხარდამჭერების ნდობა დადგეს დარტყმის ქვეშ. პანდემიის მიუხედავად, ჩვენმა ორ მილიონამდე თანამოქალაქემ მიიღო ამ არჩევნებში მონაწილეობა, შესაბამისად, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, მოთხოვნის განხილვა, თუნდაც არჩევნებთან დაკავშირებით, არის უსაფუძვლო და მე მიხარია, რომ შეთანხმების ტექსტი საბოლოოდ იღებს ისეთ სახეს, რომელიც უფრო სამართლიანად ასახავს პოზიციებს ყველა საკითხზე...

განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები ხვალ, 18 მარტსაც გაგრძელდება. შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები რთული და მძიმე იყო, შედეგი კი ჯერ არ აქვთ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი მე-6 დღეა, ოპოზიციასთან და ქართულ ოცნებასთან შეხვედრებს მართავს. ის ასევე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. პარალელურად, შარლ მიშელს ბრიუსელში რამდენჯერმე შეხვდა პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

კომენტარები