პოლიტიკური კრიზისი

კანდელაკი: მოლაპარაკებებში წამყვან როლს ასრულებს შარლ მიშელი და არა – ჯოზეფ ბორელი

მოლაპარაკებებში წამყვან როლს ასრულებს შარლ მიშელი, ევროკავშირის მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი და არა ჯოზეფ ბორელი, უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაც მან თქვა, არაფერს ნიშნავს (მიუხედავად ეუთოს ანგარიშის პრინციპულად არასწორად ციტირებისა). მაგრამ საკუთრივ ამ პროცესს წარმართავს პრეზიდენტი მიშელი და არა ბორელი. ამასთან, კარგად უნდა გვესმოდეს – და ევროკავშირს ნამდვილად ესმის – ქართული ოცნებისთვის სახის შენარჩუნების მნიშვნელობა თუ ისინი დათანხმდნენ პრეზიდენტ მიშელის პუნქტებს...

ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი ჯოზეფ ბორელის ნათქვამს, რომ ვადამდელი არჩევნები მისი გადასაწყვეტი არ არის და ეუთო/ოდირის ანგარიშის მიხედვით, არჩევნები "სამართლიანი" იყო. 

კომენტარები