ჩვენ ვერაფერს ვერ დავთმობთ, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ, ჩვენს საზოგადოებასთან ძალიან ღია ვარ. არასდროს, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ჩვენ რაღაც ორი დღის წესრიგი არ გვქონია. რასაც ვამბობ თქვენ წინ, იგივეს ვამბობ შეხვედრებზეც. ეს პოლიტპატიმრების თემაა, რიგგარეშე არჩევნები და ეს არის უამრავი საკითხი, რომელიც ეხება ჩვენს ინსტიტუციონალურ განვითარებას. ამიტომ, აქ დათმობა-არდათმობაზე არაა ლაპარაკი, აქ ლაპარაკია, როდის შევთანხმდებით. მე მესმის, რომ ნერვების ბრძოლაა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სამწუხაროდ, ქართულ ოცნებას აღქმული აქვს, რომ მოერიოს მეორე მხარეს, მაგრამ ავიწყდება რომ მოგება-წაგებაზე არაა, აქაა ჩვენი საზოგადოების გამარჯვებაზე ლაპარაკი და მე ვფიქრობ, რომ ეს შეთანხმება იქნება საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნისთვის წარმატება...
პოლიტიკური კრიზისი
ხაზარაძე მოლაპარაკებებზე: დათმობა-არდათმობაზე არაა საუბარი, ლაპარაკია როდის შევთანხმდებით
tbl.ge/5gnc
დაკოპირდა
ამის შესახებ ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მას შემდეგ ისაუბრა, რაც ოპოზიციური პარტიები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალურ წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს შეხვდნენ.
ამავე თემაზე
- პარლამენტის პიკეტირების საქმეზე სტრასბურგმა 1 აქტივისტზე დარღვევა დაადგინა, 2-ზე, არა
- ბოკერია: მკაფიო გზავნილის ნაცვლად, საპარლამენტო ოპოზიცია გაუგებარ შეთავაზებებს აგრძელებს
- ჩერგოლეიშვილი: არ შეცვლის დასავლეთი ივანიშვილს, ის უნდა შევცვალოთ ჩვენ – ქართველებმა
- ნინო დოლიძე: საქართველოს მოსახლეობა ეძებს ლიდერს, ვისაც გაჰყვებოდა
- ჯაფარიძე: ცვლილების ერთადერთი გზა რიგგარეშე არჩევნები და რეფორმებია, სხვა ყველაფერი ნ*რევაა