პოლიტიკური კრიზისი

ჯაფარიძე: პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე დისკუსიას შინაარსი არ აქვს

პირველი შეხვედრაა. მოლოდინი მაქვს, რომ საუბარი იქნება იმ ექვსი პუნქტის გარშემო, რომელიც თავის დროზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა შეადგინა. ამ წუთებში იმაზე საუბარი, სად წავა დისკუსია და როგორ წარიმართება, გამიჭირდება. რომ გამოვალ, შემეძლება, გითხრათ, როგორი ატმოსფერო იყო და არსებობს თუ არა იმის ალბათობა, შევთანხმდებით, თუ არა. ქვეყანაში არის მძიმე პოლიტიკური კრიზისი, რომელიც მხოლოდ ხელახალი არჩევნებით შეიძლება განიმუხტოს და მეორე არის ის რომ, პოლიტპატიმრები გარეთ უნდა იყვნენ.

ჩემთვის პრინციპული საკითხია, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები ტარდებოდეს სრულად პროპორციული, ბარიერის გარეშე სისტემით, რაცაა წამალი ერთპარტიული მმართველობის, ისევე როგორც გიჟური პოლარიზაციის, რომელმაც ეს ქვეყანა დააქცია. პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე დისკუსიას არანაირი შინაარსი არ აქვს. რიტორიკის შერბილება ძალიან ნორმალურია, შევთანხმდით იმაზე, რომ ვილაპარაკებთ ამ საკითხებზე. არის საკითხები, რომელიც შეიძლება არ იყოს მოსაწონი ოპოზიციისთვის, ან ხელისუფლებისთვის, მაგრამ შარლ მიშელთან ერთად შევთანხმდით, რომ ამაზე ვისაუბრებდით, წინასწარ არავის უნდა, რომ საქმე გააფუჭოს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი ზურა ჯაფარიძე. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ოპოზიციური პარტიების ნაწილს ხვდება. 

კომენტარები