ჩანაწერები

კობახიძე: TV პირველი ნაცმოძრაობაა, რომლის სუბსიდირება ხდება მიხეილ სააკაშვილისგან

TV პირველი არის ნაცმოძრაობა, ყველამ კარგად ვიცით, TV პირველი ეს არის ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი პარტიული ტელევიზია, ისევე როგორც მთავარი. ყველაფრით [შეგვიძლია დავადასტუროთ], მათ შორის, ნაციონალური მოძრაობა აფინანსებს, ახდენს ამ ტელევიზიის სუბსიდირებას. მოგებაზე ვერ მუშაობს ეს ტელევიზია, ხდება სუბსიდირება კიევიდან, მიხეილ სააკაშვილისგან. 

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. როგორ გგონიათ, მიხეილ სააკაშვილი როგორ მართავს მთლიანად ვითარებას ოპოზიციაში? რატომ არის ის მთავარი, ყველაზე გავლენიანი პირი ოპოზიციაში? მას აქვს ორი რესურსი, ეს არის ფული, მილიონები, რომელიც ქართველ ხალხს მოპარა და რომელსაც ხარჯავს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და ეს არის მედიარესურსი...

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობაიხძემ რ2-თან ინტერვიუში.

კომენტარები