Pfizer-BioNTech-ის მიერ შემუშავებული კორონავირუსის ვაქცინამ ისრაელში ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში Covid-19-ის სიმპტომური ფორმების წინააღმდეგ 97%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. დაავადების უსიმპტომო შემთხვევებში ვაქცინა 94%-ით ეფექტიანია. ინფორმაციას კომპანია Pfizer-ი ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შესწავლილი შემთხვევების 80%-ზე მეტში ადამიანები ინფიცირებულები იყვნენ კორონავირუსის B.1.1.7 შტამით, რომელიც პირველად დიდ ბრიტანეთში გამოვლინდა. Pfizer-ის თანახმად, ეს მოწმობს, რომ ვაქცინა ეფექტიანია ამ შტამით ინფიცირების წინააღმდეგაც. ახალი კვლევა ადასტურებს ისრაელის მიერ თებერვალში გამოქვეყნებულ მიგნებებს.
ჩატარებული კვლევებით ვერ შეფასდა, რამდენადაა Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა კორონავირუს B.1.351 - სამხრეთ აფრიკული შტამის წინააღდეგ, ვინაიდან ამ შტამით ინფიცირების შემთხვევები ისრაელში ძალიან ცოტაა.
ვრცლად Pfizer-ის და სხვადასხვა ვაქცინების მუშაობის მეთოდებზე წაიკითხეთ ტაბულას სტატიაში: