ლაზიერის გამბიტი

QUEEN'S GAMBIT-ის მიხედვით ბროდვეის მიუზიკლი დაიდგმება

ChessBase

Netflix-ის მინისერიალის Queen's Gambit-ის მიხედვით ბროდვეის სცენაზე მიუზიკლი დაიდგმება.

თეატრალურმა საპროდიუსერო კომპანიამ Level Forward-მა უოლტერ ტევის ამავე სახელწოდების წიგნის უფლებები შეიძინა. 

ლაზიერის გამბიტის მთავარი გმირი გამოგონილი ქალი მოჭადრაკე ბეთ ჰარმონია, რომელიც ჭადრაკის დიდოსტატის წოდებისთვის იბრძვის. 

წიგნის მიხედვით შექმნილმა მინისერიალმა, როგორც მაყურებელთა, ისე კრიტიკოსთა მაღალი შეფასებები დაიმსახურა. შოუმ და მთავარი როლის შემსრულებელმა, ანია ტეილორ-ჯოიმ ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის ჯილდო - "ოქროს გლობუსი" მოიპოვა.

მომავალი მიუზიკლის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

კომენტარები