ეს იყო გამიზნული პროვოკაცია, დაფუძნებული რაღაც გაუგებარ ჩანაწერებზე, თუმცა ჩემთვის გასაოცარი იყო ამ დროისთვის საოცარი სიღრმე უტიფრობისა და აბსურდულობისა. აბსურდული მცდელობა, რომ ქართული საზოგადოება დაარწმუნო, ანზორ ჩუბინიძე დღეს დადის, კარდაკარ და ქუჩა-ქუჩა ბავშვებს დასდევს და უსწორდება, ამას მე იუმორის გარეშე ვერ მივიღებ და ქართულმა საზოგადოებამ შეაფასოს თვითონ ეს ბრალდება. თუმცა ჩემთვის გასაოცარია ბოროტული განზრახვის საფუძველი. გასაგებია, რომ ეს არის დისკრედიტაცია, ეს არის გამიზნული დისკრედიტაცია მმართველი გუნდის და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების.
tbl.ge/5gal
დაკოპირდა

ასე ეხმაურება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე TV პირველის ეთერით გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე საუბრობენ. ჩანაწერში Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი.
ამავე თემაზე
- მოქალაქე: ბერას გინების შემდეგ ნიღბიანმა პირებმა მცემეს – სადამსჯელო ოპერაცია იყო
- მელაძე: თუ დაიწყება შესაძლო დანაშაულზე გამოძიება, გადავცემთ ჩანაწერს, რა ფორმითაც გვაქვს
- მელაძე: ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანი ოჯახის წევრის წამებით მემუქრება
- მოსამართლე TV პირველზე: წარმოუდგენელია, ჩემი მხრიდან იყოს დაშვება, რომ მიდით, შეიჭერით
- კობახიძე: TV პირველი ნაცმოძრაობაა, რომლის სუბსიდირება ხდება მიხეილ სააკაშვილისგან