ჩანაწერები

ჯაფარიძე ჩანაწერზე: 2010-ში თუ ასე იქცეოდნენ, ახლა როგორ იქცევიან, წარმოგიდგენიათ?

ღარიბაშვილმა - 2010 წელიაო. დავუშვათ.

– 2010-ში თუ ასე იქცეოდნენ, ახლა როგორ იქცევიან, წარმოგიდგენიათ?

– ჩუბინიძე თუ ასე იქცევა, ფარცხალაძე როგორ იქცევა წარმოგიდგენიათ?

– ბერას ნათქვამზე თუ ასე იქცევიან, ბიძინას ნათქვამზე რას იზამენ, წარმოგიდგენიათ?

– ფეისბუქზე შეურაცხმყოფელ კომენტარზე თუ ასე რეაგირებენ, მათ ძალაუფლებას როცა საფრთხე ემუქრება, მაშინ რაზე არიან წამსვლელები, წარმოგიდგენიათ?

წერს გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე Facebook-ზე. TV პირველმა გაავრცელა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. 

კომენტარები