ჩანაწერები

მდინარაძე ჩანაწერზე: ფრაზები ამოკრებილია, აბსოლუტური ფაბრიკაციაა

ჩვენ დღეს პრემიერთან საუბარი გვქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ჩანაწერზე იყო საუბარი. ახლა კიდევ უფრო ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის 2010 წლის, არა 11 და 12 წლების, როცა ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა პოლიტიკაში და ქართული ოცნება, არამედ 2010 წლის არაერთ, შეიძლება რამდენიმე ათეულ ჩანაწერზეც კი არის საუბარი, საიდანაც ამოკრებილია ერთ-ერთი წითელი პრესის მიერ ფრაზები, არის ფაბრიკაცია, აბსოლუტური ფაბრიკაცია და ამის მეშვეობით კაგებეშნიკურად არის დამონტაჟებული და საინფორმაციო ტერორი მიმდინარეობს. 

ალბათ, უნდა შევთანხმდეთ, რომ ასეთი ქმედებები, ვისი მხრიდან და რა პოლიტიკური ინტერესით არ უნდა იყოს, უნდა იყოს დაგმობილი. საზოგადოებრივი აზრი უნდა ჩამოყალიბდეს, მათ შორის, თქვენი მეშვეობით, რომ ასეთი ქმედებები, წლების წინ უკანონო მიყურადების შედეგად მიღებული ინფორმაცია, შემდეგ დამონტაჟებული და იმგვარი ფაბრიკაცია, რომელიც საზოგადოებას არასწორ ინფორმაციას აწვდის და არასწორ განცდებს და აღქმებს აჩენს, არის დასაგმობი, ყველაზე რბილი სიტყვით რომ ვთქვათ.

ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე. 5 მარტს TV პირველის ეთერში გავიდა ნოდარ მელაძის შაბათის ეთერის ანონსი, სადაც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერია. 

კომენტარები