მისი [ესებუას] დაკავება დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად მოხდება. მაგალითად, ერთი სამი კვირის წინ დავაკავეთ თორმეტი წლის წინ ჩადენილი მძიმე მკვლელობის დანაშაულზე ძებნილი. თორმეტი წელი იყო ძებნაში, ნუ, მოხდა შემთხვევა და დავაკავეთ. მუშაობდნენ ჩვენი თანამშრომლები და დავაკავეთ ეს ადამიანი. მე საერთოდ არ მიყვარს ტრაბახი და რომ ვიძახი სიტყვას, მე ამ სიტყვაზე პასუხისმგებელი ვარ. ხვალ დავაკავებთ, ზეგ დავაკავებთ, ერთ საათში დავაკავებთ, არ ვიძახი ამას და არასდროს არ მითქვამს მე, რომ ესებუას მაქსიმუმ ერთ თვეში დავაკავებთ. არ ვიძახი მაგას, არ ვიცი, როდის დავაკავებთ.
tbl.ge/5g7g
დაკოპირდა
თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენის დროს.
ამავე თემაზე
- პროკურატურა ესებუას საქმეზე განაჩენს სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით გაასაჩივრებს
- სასამართლომ ბადრი ესებუას 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
- ესებუას მტკიცებით, ბანკზე თავდასხმის დღეს სასაფლაოზე გაჰყვა მეზობელს, რომელიც გარდაცვლილია
- ბადრი ესებუას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის 4-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- ბადრი ესებუამ უარი თქვა, რომ მისი ინტერესები ალექსანდრე კობაიძემ დაიცვას