ნიკა მელიას დაკავება

წულუკიანი მელიაზე: ციხეზე არ გადის პოლიტიკური კარიერა

პოლიციამ შესანიშნავი პროფესიონალიზმით, მშვიდობიანად ჩაატარა დაკავების ღონისძიება, ეს იყო ერთადერთი სწორი სამართლებრივი გზა. 

მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკურად თუ ავიღებთ ერთ პიროვნება პოლიტიკოსს, ნიკანორ მელიას, მისთვის ციხე არავითარ პოლიტიკურ ბენეფიტს არ მოიტანს, რაც არ უნდა მას ასე ეგონოს. ციხეზე არ გადის პოლიტიკური კარიერა. ასევე დასანანია, რომ მას გარშემო არ აღმოაჩნდა გარემოცვაში ის ადამიანები, ვინც სწორ რჩევას მისცემდა, რადგან მის პოლიტიკურ გარემოცვას, სამწუხაროდ, აწყობს ნიკა მელია ციხეში, როგორც ინსტრუმენტი.

ამბობს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიაზე.

კომენტარები