კეი პოპი

BTS გასული წლის ყველაზე გაყიდვადი მუსიკალური პროექტია

Variety

2020 წლის ყველაზე გაყიდვადი მუსიკალური პროექტი, კორეული პოპბენდი BTS გახდა. 

მეორე ადგილი ამერიკელმა პოპმომღერალმა, ტეილორ სვიფტმა დაიკავა. 2019 წელს BTS მეორე aდგილზე გავიდა, ხოლო სვიფტი - პირველზე.

მესამე ადგილი კანადელ ჰიპ-ჰოპ არტისტს, Drake-ს ერგო. მეოთხე და მეხუთე ადგილებზე The Weeknd და ბილი აილიში გავიდნენ.

გასულ წელს BTS-მა სამი სტუდიური ალბომი გამოაქვეყნა, ასევე პირველი სრულიად ინგლისურენოვანი სინგლი - Dynamite გამოსცა. სიმღერისთვის ბენდი 2021 წლის გრემის დაჯილდოებაზე იყო ნომინირებული.

შვიდწევრიანი ბოი ბენდი 2013 წელს ჩამოყალიბდა. მსოფლიო სცენაზე ჯგუფი 2017 წელს გამოჩნდა, ალბომით Wings. BTS კეი პოპის ისტორიაში ყველაზე პოპულარული და გაყიდვადი ბენდია. 

2020 წლის ყველაზე გაყიდვადი არტისტების სია ასე გამოიყურება:

BTS

ტეილორ სვიფტი

Drake

The Weeknd

ბილი აილიში

ემინემი

Post Malone

არიანა გრანდე

Juice WRLD

ჯასტინ ბიბერი

კომენტარები