ცენზურა ჩინეთში

ჯეკ მამ ჩინეთის უმდიდრესი ადამიანის სტატუსი დაკარგა

ჯეკ მა
ფოტო: ft.com

კომპანია Alibaba-სა და Ant Group-ის დამაარსებელმა, ჯემ მამ ჩინეთის უმდიდრესი ადამიანის სტატუსი დაკარგა. ამის მიზეზი კი ჩინეთის კომუნისტური მთავრობის მიერ დაწყებული გამოძიებაა, რომელსაც ექსპერტთა ნაწილი პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. 

ჯეკ მა 2019-2020 წლებში ჩინეთის უმდიდრესი ადამიანი იყო, თუმცა ის ახლა მეოთხე ადგილს იკავებს, მას წინ უსწრებენ: Nongfu Spring-ის დამფუძნებელი ჟონგ შანშანი, Tencent-ის დამფუძნებელი პონი მა და Pinduodu-ს აღმასრულებელი დირექტორი კოლინ ჰუანგი. 

ამჟამინდელი მონაცემებით, მისი ქონება 55.7 მილიარდ დოლარს შეადგენს. 

ჯეკ მას კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2020 წლის 24 ოქტომბერს მამ ჩინეთის მარეგულირებელი ორგანო საჯაროდ გააკრიტიკა

მისი სიტყვით გამოსვლიდან რამდენიმე დღეში Ant Group-ის $37 მილიარდიანი პირველადი საჯარო შეთავაზება (IPO) ჩინეთის მთავრობამ შეაჩერა. 

კომუნისტური მთავრობა Alibaba-ს ანტიკონკურენტულ ქმედებაში ადანაშაულებს და 2020 წლის დეკემბრიდან გამოძიება ამ მიმართულებით მიმდინარეობს. 

ექსპერტთა მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ მას წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება პოლიტიკურადაა მოტივირებული. ამის მიზეზად კი ჯეკ მას კომუნისტური მთავრობის მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებას ასახელებენ. 

კომენტარები