ოპოზიციის ბოიკოტი

ზალკალიანი: თვითმფრინავში არ იყო შარლ მიშელი შესული, დესტრუქციული ნაწილი ქუჩაში გამოვიდა

როცა ვაცილებდი, თვითმფრინავში არ იყო ევროსაბჭოს პრეზიდენტი შესული, როდესაც უკვე ინფორმაცია მოდიოდა, რომ დესტრუქციული ნაწილი ქუჩაში იყო გამოსული. ეს არ არის ცივილიზებული მეთოდები. ეს არ არის მოლაპარაკების ის მეთოდი, რაც ევროპულ ქვეყნებში ხდება. ამ ძალას, რომელსაც ევროპულ ინტეგრაციაზე აქვს პრეტენზია, პროცესები მიჰყავს რევოლუციური გზით და ჩვენი პარტნიორები ამას ძალიან კარგად ხედავენ...

ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი იმედის ეთერში. დღეს, 2 მარტს, ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტთან აქცია-პიკეტი გამართეს. ოპოზიცია ხაზგასმით აცხადებდა, რომ დღევანდელი აქცია-პიკეტი მშვიდობიანი იყო. დღის ბოლოს გამართული შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის ლიდერებმა თქვეს, რომ პარლამენტის პიკეტირება აღარ იგეგმება და მომავალში "აქციების დროს ფიზიკური კონტაქტის შესაძლებლობას გამოვრიცხავთ."

კომენტარები