ოპოზიციის აქცია

ღარიბაშვილი ოპოზიციაზე: შეხვედრიდან 12 საათში დესტრუქციული ქმედებები გააგრძელეს

მე მინდა, მოსახლეობისთვის განვმარტო, რომ რაიმე არასწორი ინტერპრეტირება არ მოხდეს ჩვენი გუშინდელი შეხვედრის. მე შეგახსენებთ, რომ გუშინდელი კონსტრუქციული შეხვედრა შედგა ბატონი შარლ მიშელის ინიციატივით. მე, რა თქმა უნდა, დავთანხმდი, რადგან მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ კონსტრუქციულ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, იმ დათქმით და იმ პირობით, რომ ასეთივე განწყობა იქნება ოპოზიციის მხრიდან.  

სამწუხაროდ, ოპოზიციის მხრიდან ჩვენ ვნახეთ აბსოლუტურად არათანმიმდევრული ნაბიჯები შეხვედრიდან სულ რაღაც 12 საათში. ვნახეთ, თუ რაოდენ არათანმიმდევრული, დესტრუქციული ქმედება გააგრძელეს, მე ვგულისხმობ პარლამენტის პიკეტირების მცდელობას, რაც არის აბსოლუტურად სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგო. უფრო მეტის, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი და უკანონო დესტრუქციული ქმედებები. არ ემსახურება არც ამ ფორმატს, არც ამ დიალოგის ინტერესებს, რაც გუშინ დავიწყეთ...

ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, 2 მარტს პარლამენტთან გამართულ აქცია-პიკეტზე.

კომენტარები