ნიკა მელიას დაკავება

პავილიონისი: ოცნება ამას ბედავს იმიტომ, რომ იციან, პანდემიის გამო დღეს არავინ ჩადის იქ

ვინაა ის ერთი? თავად [ბიძინა ივანიშვილი] ამბობს, რომ არავინ. უბრალოდ, შეეხეთ და ნახავთ, ვინცაა რეალურად. სულ ესაა და ხალხი დაუბრუნდება მოლაპარაკებებს. [საჭიროა] საარჩევნო კოდექსის ოდნავ შეცვლა, საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელად საჭიროა არა მარიონეტის დანიშვნა, არამედ იმის გაკეთება, რასაც ვაკეთებთ ლიტვასა და ამერიკაში, რომ ცესკოს ხელმძღვანელი დაინიშნოს ყველა პარტიის მიერ, რომელთა წარმომადგენლებსაც, იმედია, არ დააპატიმრებენ. 

დაბოლოს, პრობლემა ისაა, რომ თქვენ ამჯერად არ ყოფილხართ თბილისში. თბილისი შეიცვალა და ამას პანდემიაც უწყობს ხელს. ისინი ამას ბედავენ იმიტომ, რომ იციან, დღეს არავინ ჩადის თბილისში, არავინ ისმენს თუ ხედავს ამას. ჩადით. მე მოგზაურობისთვის 18 საათი დამჭირდა. უნდა მოუსმინოთ მათ, ვინც ახლა მმართველ პარტიაშია. თუ არა, მოდი, მაშინ მოსმენები დავიწყოთ. შეგიძლიათ, დაპატიჟოთ ისინი, ვინც ჯერ კიდევ არ არის ციხეში, დაე, მათ გითხრან სიმართლე. და როდესაც თბილისს ეწვევით, გთხოვთ, შეხვდეთ ოპოზიციას. პირდაპირ ვიტყვი, პომპეოს ვიზიტი არ იყო საუკეთესო. თუ ეწვევით, თუ მიშელი ეწვევა, მან უნდა ნახოს მელია, უნდა მოითხოვოს მელიასა და ოპოზიციასთან შეხვედრა, რადგან მხოლოდ მმართველი პარტიის ნახვა ნიშნავს ამ ავტოკრატიული ტენდენციებისთვის ტაშის დაკვრას და ეს არ არის ის გზავნილი, რომელიც დემოკრატიებმა უნდა მიიღონ". 

ლიტვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი კიდევ ერთხელ ეხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ის ამჯერად ონლაინ ვებინარზე გამოვიდა სიტყვით.

კომენტარები