ვახო სანაიაზე თავდასხმა

კალაძე: ძალადობა დანაშაულია – მიუღებელია ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმა

ძალადობა არის დანაშაული და კიდევ უფრო ამაზრზენია ეს დანაშაული, თუ ის ოჯახის და ბავშვის თვალწინ ხდება. ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის, ვისთვისაც ძვირფასია ის ღირებულებები, რაზეც დგას დემოკრატიული ქვეყანა, მიუღებელია ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმა. ჩვენ შეიძლება ვიკამათოთ ბევრ თემაზე, მაგრამ კამათს არ ექვემდებარება ის ფაქტი, რომ ძალადობა, აგრესია, ფიზიკური შეურაცხყოფა არის მიუღებელი. მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს დროული რეაგირებისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ დანაშაული არ დარჩება დაუსჯელი.

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა. 

კომენტარები