კორონავირუსი საქართველოში

თურნავა: ვერ გამოვრიცხავთ, რომ ასეთმა გახსნებმა ეპიდვითარება გააუარესოს

"ჩვენ გვქონდა ამაზე მსჯელობა, აბსოლუტურად ვიაზრებთ ამას და ვერ გამოვრიცხავთ, რომ მომავალში ასეთმა გახსნებმა გარკვეული გაუარესებაც გამოიწვიოს ეპიდვითარების, ეს რისკი ყოველთვის არსებობს. ამიტომ, ჩვენ ხაზს ვუსვამთ და პრემიერმაც ისაუბრა, რომ ეს არის ერთობლივი პასუხისმგებლობა". – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"ეს პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს ყველა იმ ბიზნესმა, რომელსაც ჩვენ ახლა ვხსნით, იმიტომ, რომ ეს არ არის უპირობო გადაწყვეტილება. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, რომ თუკი დავინახეთ, მიუხედავად ჩვენი მკაცრი კონტროლისა და მოწოდებებისა, ადამიანებმა, მომხმარებლებმა, ვინც მივა რესტორანში, მოლში, ბაზრობაზე, ფიტნეს ცენტრში და ა.შ. აღარ დაიცვეს რეგულაციები, არ გამოიყენეს პირბადე ან სარესტორნო ბიზნესი არ ასრულებს სავალდებულო პროტოკოლებს, არ იცავს სავალდებულო ტესტირების მოთხოვნებს, ამთავითვე ვაფრთხილებთ, რომ ჩვენ მოგვიწევს კვლავ შეზღუდვების დაწესება". – ამბობს თურნავა.

რა შეზღუდვები იხსნება საქართველოში სრულად შეგიძლიათ, იხილოთ აქ.

კომენტარები