ნიკა მელიას დაკავება

პრესსამსახური: ბარამიძემ გონება დაკარგა, პოლიციამ გადაიყვანა მანქანით, ვეძებთ

გიორგი ბარამიძე
კადრი ვიდეოდან/ ფორმულა

ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიის წევრმა გიორგი ბარამიძემ დაზიანებები მიიღო და გონება დაკარგა.

როგორც ტაბულას პრესსამსახურმა განუცხადა, გიორგი ბარამიძის ადგილსამყოფელი უცნობია. 

"შეხლა-შემოხლაში ბარამიძე დაზარალდა. სავარაუდოდ, ნაცემია, ზუსტად ვერ გეტყვით. გონება დაკარგა და მერე სამართალდამცველებმა გაიყვანეს. ვეძებთ, სად არის. ახლა, როგორც კადრებში ვხედავთ, სამართალდამცველებს გონებადაკარგული გიორგი ბარამიძე არ ჩაუსვამთ სასწრაფოს მანქანაში, ჩასვეს რაღაც სხვა მანქანაში. სად არის წაყვანილი, არ ვიცით, ვეძებთ, პოლიციის მანქანით სად გადაიყვანეს, ჯერჯერობით არ ვიცით". – აცხადებენ ენმ-ში

სამართალდამცველები ენმ-ის ოფისში შევიდნენ და პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს. როგორც ადგილზე მყოფები ამბობენ, სპეცოპერაციისას გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი.

შსს-ს ცნობით, დაკავებულია 21 ადამიანი. ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არიან დაკავებული, რაც სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 

კომენტარები