მე ვაფასებ აქ ყველა ლიდერთან შეხვედრას. მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ ისინი მზად არიან დიალოგისთვის და დეესკალაციისთვის. ეს ისეთი მნიშვნელოვანია თქვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლისთვის, რომლისთვისაც ჩვენ ნამდვილად ვიბრძვით, თქვენი ევროკავშირსა და ნატოში წევრობისთვის. ხვალ დიდი დღე გაქვთ, ხვალ კონსტიტუციის დღეა, 20 თებერვალი, ასევე მნიშვნელოვანი დღეა, რაც გვახსენებს როდის დაიკარგა საქართველოს თავისუფლება. ამიტომ, მე ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ ეს დღეები არის ერთიანობის და დიალოგის დღეები და არა ესკალაციის. და ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ გამოვიდეს, მიიღოს საჭირო გადაწყვეტილებები, რათა ამ დიალოგმა იმუშაოს. ლიტვის ბედი თქვენი ბედის ძალიან მსგავსი იყო, ჩვენ ყველანი ერთ ციხეში ვცხოვრობდით. ჩვენ დავტოვეთ ეს ციხე და ჩვენ გვინდა, საქართველო ჩვენ გზას გამოჰყვეს. ამიტომ, ძალიან მადლიერი ვარ ამ შეხვედრით და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ერთად ჩვენ მივაღწევთ ამ მიზანს...
tbl.ge/5fgz
დაკოპირდა

20 თებერვალს ლიტვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა, ენმ-ს ოფისში ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ამავე თემაზე
- ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მელიას საქმეში წარმოდგენილი მასალა უვარგისია - ადვოკატი
- ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს
- კოალიცია ცვლილებისთვის: ყოველთვიურად ახალი ბრალის წარდგენით ცდილობენ მელიას გატეხვას
- ადვოკატი: ნიკა ამჟამად გადაყვანილია ვივამედში, გარკვეულ სამედიცინო გამოკვლევებზე
- მელიას უპირებენ, წარუდგინონ მორიგი ბრალი, საქმე მოსამართლის შეურაცხყოფას შეეხება - ადვოკატი




