ნიკა მელიას საქმე

მელია: მზად ვართ დიალოგისთვის, იმედია, ახლა მთავრობა რეალობას ადეკვატურად შეაფასებს

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოს ლიეტუვას, მის თვალსაჩინო წარმომადგენელს, რომელმაც ჩემი აზრით, გამოიჩინა წარმოუდგენელი ყურადღება ჩვენი სახელმწიფოსა და ქვეყნის მიმართ მაშინ, როდესაც ნამდვილად არის უმძიმესი ვითარება. ვითარება, როდესაც ძალიან ბევრი რამე არ არის პროგნოზირებადი პოლიტიკური ცხოვრება საათობრივად იძაბება და ამ დროს, როდესაც დაუგეგმავი ვიზიტი ხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, რომ მოხდეს დეესკალაცია ვითარების, რა თქმა უნდა, ეს არის ძალზედ დასაფასებელი. ჩვენ, ოპოზიცია და მე ოპოზიციის სახელით შემიძლია, თამამად გითხრათ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ პროცესის დეესკალაციას, მზად ვართ დიალოგისთვის და ჩვენი პარტნიორების ლიეტუვას ჩართულობით და არამხოლოდ ლიეტუვას, ბუნებრივია. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ შემთხვევაში მაინც, ხელისუფლება რეალობას შეაფასებს ადეკვატურად. რაც მთავარია, ოპოზიციას როგორც ჰქონდა სურვილი, რომ ვითარება აქამდე არ მისულიყო, ისეთივე მოწადინებულია დიალოგისთვის, ოღონდ ბუნებრივია, დიალოგი შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს და არა დიალოგი დიალოგისთვის...

20 თებერვალს ენმ-ს ოფისში ლიტვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, ჟიგიმანტას პავილიონისსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ თქვა ნიკა მელიამ.

კომენტარები