სამთავრობო ცვლილებები

უდუმაშვილი ღარიბაშვილზე: მეორედ მოსვლები უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში

მეორედ მოსვლები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში. ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ მოსვლა პრემიერობაზე მხოლოდ და მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ მისი ბრძანებების უპირობო შემსრულებელი დაეყენებინა სათავეში. ის, რაც ვერ ან არ გააკეთა პრემიერმა [გიორგი გახარიამ], ვგულისხმობ ამ შემთხვევაში ნიკა მელიას დაპატიმრებას, ახლა ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი, რომ ეს გააკეთოს ღარიბაშვილის ხელით, მაგრამ ვერანაირი ცვლილებები მთავრობაში, ვერანაირი ძველი თუ ახალი სახეების დაბრუნება ვერ შეცვლის არსებულ რეალობას. ის, რომ ქართულ ოცნებაში არის რღვევის პროცესი დაწყებული და მართლაც ნაკერებზე ირღვევა მთლიანად სახელისუფლებო ვერტიკალი – ესაა ის სპირალი, საიდანაც ამოსავალი არ არსებობს...

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ზაალ უდუმაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე, რომელიც ქართულმა ოცნებამ გუშინ, 18 თებერვალს, პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგინა, მეორედ.

კომენტარები