2021 წელს გარდაცვლილები

82 წლის ასაკში, "ბედის ირონიის" მსახიობი ანდრეი მიაგკოვი გარდაიცვალა

82 წლის ასაკში საბჭოთა და რუსი მსახიობი ანდრეი მიაგკოვი გარდაიცვალა. ინფორმაციას მოსკოვის სამხატვრო თეატრი ავრცელებს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ამ ეტაპზე, უცნობია.

მიაგკოვმა 60-იან წლებში მოსკოვის სამხატვრო თეატრის სკოლა დაამთავრა და თეატრ "სოვრემენიკში" დაიწყო მუშაობა. 1965 წელს შეასრულა პირველი როლი კინოში. საყოველთაო პოპულარობა ელდარ რიაზანოვის ფილმში, "ბედის ირონია, ანუ გაამოთ" შესრულებულმა როლმა მოუტანა. ნათამაშები აქვს სურათებში "სამსახურებრივი რომანი", "ავტოფარეხი", "სასტიკი რომანსი", "იმედი" და სხვა. დაწერილი აქვს რამდენიმე დეტექტიური რომანი.

2014 წელს კულტურის სხვა მოღვაწეებთან ერთად პუტინის რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია გააპროტესტა. 

კომენტარები