კორონავირუსი

უნგრეთის შემდეგ რუსული ვაქცინის გამოყენებას ხორვატიაც გეგმავს

clinicaltrialsarena.com

ხორვატია ოფიციალურ მოსკოვთან კორონავირუსის რუსული წარმოების ვაქცინის შესყიდვაზე მსჯელობს.

რუსული Sputnik V ვაქცინის გამოყენება უკვე დაიწყო უნგრეთმა. ამ მომენტამდე, უნგრეთი ერთადერთი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, რომელმაც რუსული და ჩინური ვაქცინების გამოყენება დამოუკიდებლად გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის 27-მა ქვეყანამ ვაქცინაციის ერთიანი გეგმა შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც, გაერთიანება ერთი ლეგალური ობიექტის სახელით მოქმედებს. ევროკომისიის საიტზე განთავსებული გეგმის მიხედვით, ევროკავშირის ყველა ქვეყანა ვაქცინას ერთდროულად, მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად მიიღებს.

თუმცა, ამ დროისთვის, ევროპა ვაქცინების დეფიციტს განიცდის – მიწოდებასთან შექმნილი დაბრკოლებების გამო, ევროკავშირის ქვეყნების ვაქცინაციის ტემპი რამდენჯერმე ჩამოუვარდება დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს მაჩვენებელს:

ხორვატიულ რადიოსთან ინტერვიუში, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ რუსული ვაქცინის თაობაზე უკვე ესაუბრა რუსეთის ელჩს. რუსეთი, ამ მომენტისთვის, ევროკავშირის მარეგულირებლისგან Sputnik V ვაქცინის უსაფრთხოების დადასტურებას ელის, მაგრამ ხორვატიული მხარე მოცდის აუცილებლობას ვერ ხედავს.

 

კომენტარები