ილონ მასკი

ილონ მასკი: 6 საათს მძინავს, ნაკლებიც ვცადე, თუმცა პროდუქტიულობა შემცირდა

ფოტო: cnbc.com

კომპანია Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკს თქმით, მას დღე-ღამეში 6 საათს სძინავს, უფრო ნაკლებიც უცდია, თუმცა ამით მისი პროდუქტიულობა შემცირდა. 

„მე ძალიან ბევრს ვმუშაობ, ჩვეულებრივ, ღამის 2 საათამდე შეხვედრებზე ვარ ხოლმე. ზოგჯერ შაბათ-კვირასაც კი“. – თქვა მასკმა ჯო როგანისთვის მიცემულ ინტერვიუში. 

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ყოფილა შემთხვევები, როცა მასკს Tesla-ს ოფისში, საკუთარი სამუშაო მაგიდის ქვეშ, იატაკზე ეძინა. 

მასკის თქმით, Tesla Model 3-ის წარმოებასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად მას კვირაში 120 საათს უწევდა მუშაობა და ის აღიარებს, რომ ასეთი რეჟიმი სულაც არ არის ჯანსაღი და რეკომენდებული. “ამდენ საათს არავინ უნდა მუშაობდეს“. – ამბობს ის. 

“ყოფილა დრო, როდესაც მხოლოდ რამდენიმე საათს მეძინა, შემდეგ ვმუშაობდი, ამის შემდეგ ისევ რამდენიმე საათით დავიძინებდი, ისევ ვიმუშავებდი და ასე, ყოველ დღე, კვირების განმავლობაში“. – ამბობს მასკი. 

ილონ მასკი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია, ის Tesla-ს, SpaceX-ის, The Boring Company-სა და Neuralink-ის აღმასრულებელი დირექტორია. მისი ქონება, ამჟამინდელი მონაცემებით, 177.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. 
 

კომენტარები