COVID-19-ზე ვაქცინაცია

კალოიანი: 2022 წლის პირველ ნახევარშიც საკმარისი აცრები არ გვექნება

TV1

ვროპული საქართველოს წევრი ვახტანგ კალოიანი ამბობს, რომ  ხარისხიანი და უსაფრთხო სამედიცინო მომსახურება და ფინანსური ხელმისაწვდომობა კვლავ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ქართველი საზოგადოებისთვის.

ამის შესახებ ვახტანგ კალოიანმა ჯანდაცვის სისტემისა და ვაქცინაციის პროცესის შესახებ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა

“მიუხედავად მრავალი ასეული მილიონისა, რაც ქართულმა ოცნებამ ამ წლების განმავლობაში დახარჯა, წლიდან წლამდე ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი კვლავ დეფიციტურია. იმის მაგივრად, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ეზრუნა ამ პრობლემის აღმოფხვრაზე, რეალურად მოგვაწოდა გარკვეული კონცეფცია, ოღონდ ტელევიზიით და, სამწუხაროდ, არანაირი წერილობითი დოკუმენტი ამასთან დაკავშირებით ოფიციალურ წყაროებში არ იძებნება”. - ამბობს ვახტანგ კალოიანი.

ვახტანგ კალოიანი ასევე შეეხო ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ სატელევიზიო სიუჟეტს, სადაც საუბარია სახელმწიფოს საავადმყოფოებში რესურსების გაზრდაზე. 

“ჯანდაცვის სამინისტრო აპირებს ისედაც მწირი თანხების კიდევ უფრო უყაირათოდ და კორუფციის ძალიან მაღალი რისკებით დახარჯოს. ანუ ის აპირებს სახელმწიფო საავადმყოფოებში ჰოსპიტალური საწოლების გაზრდას მაშინ, როდესაც  რამდენიმე ხნის წინ გვიმტკიცებდა, რომ საწოლები ისედაც ჭარბია და მისი პოლიტიკა შემცირებისკენ იყო მიმართული. გამომდინარე ყველა ამ პრობლემიდან, ჩვენ გამოსავლად მიგვაჩნია, პაციენტის უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, მისი თანმიმდევრული უზრუნველყოფა, სამედიცინო დაწესებულებების, ლიცენზირებისა და აკრედიტაციის გზით, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს მინიმალური უსაფრთხოების სტანდარტებს. ასევე, ბიუჯეტის ოპტიმალური დაგეგმვა, რათა ის იყოს  პროგნოზირებადი და ის მწირი რესურსები, რაც გვაქვს, ოპტიმალურად იყოს გამოყენებული. რაც ყველაზე მთავარია, ჯანდაცვის პოლიტიკა იყოს თანმიმდევრული და პროგნოზირებადი, რათა სამედიცინო სექტორმა მისი დაგეგმვა რამდენიმე წლის წინ შეძლოს, განახორციელოს შესაბამისი ინვესტიციები, რაც, სამწუხაროდ,  ქართული ოცნების  პირობებში არ ხდება“. - ამბობს ვახტნაგ კალოიანი.

ვახტან კალოიანმა  ისაუბრა ვაქცინაციის შესახებაც და თქვა, რომ  წელს საქართველო  მასობრივი ვაქცინაციის დაწყებას  ვერ შეძლებს. 

“ჩვენ ეს წელი ვაქცინისა და პოპულაციური იმუნიტეტის გარეშე გვექნება, რაც ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის, პირველ რიგში, ადამიანების ჯანმრთელობას და შემდეგ, რა თქმა უნდა, ქვეყნის ეკონომიკას. სამწუხაროდ, ეს მოსალოდნელი იყო. ჩვენი აზრით, დრო უკვე დაკარგულია და მთლიანად უნდა ვიყოთ დამოკიდებული „კოვაქს“ პლატფორმაზე. ერთადერთი პერსპექტივა არის, თუკი ივნისში მწარმოებლებმა რადიკალურად მოახერხეს ვაქცინების წარმოების რაოდენობის ზრდა, ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ჩვენ რაღაც შეგვხვდეს. ჩვენი პროგნოზით, 2021 და სამწუხაროდ, 2022 წლის პირველ ნახევარშიც ჩვენ პოპულაციური იმუნიტეტისთვის საკმარისი აცრები არ გვექნება“. - ამბობს ვახტანგ კალოიანი.


დღეისთვის საქართველოსთვის ვაქცინის მოპოვების მთავარ გზად რჩება პლატფორმა “კოვაქსი”, რომელიც წლის განმავლობაში გეგმავს ქვეყნებისთვის მოსახლეობის მხოლოდ 20%-ის აცრისთვის საჭირო დოზების მიწოდებას. 

კომენტარები