COVID-19-ზე ვაქცინაცია

WP: ბაიდენის ადმინისტრაცია ვაქცინირებულთათვის მესამე დოზით აცრას საჭიროდ გამოაცხადებს

iStock

The Washington Post-ის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს, საჭიროდ გამოაცხადოს მესამე, ბუსტერ დოზით აცრა იმ ამერიკელთა უმეტესობისთვის, ვისაც ვაქცინის ორი დოზა უკვე მიღებული აქვს, მიზეზი კი COVID-19-ის დელტა ვარიანტთან გამკლავება და იმუნიტეტის გაუმჯობესებაა. 

The Washington Post-ის ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაციის ჯანმრთელობის ექსპერტები თვლიან, რომ მესამე დოზა ბოლო აცრიდან რვა თვის შემდეგ იქნება საჭირო. 

გამოცემის მიხედვით, გადაწყვეტილებას ამ კვირაში გამოაცხადებენ.

კომენტარები