COVID-19-ზე ვაქცინაცია

რუსეთში, ჩელიაბინსკში ვაქცინაციის პროცესი ტაძარში ჩაატარეს

რუსეთში, ჩელიაბინსკში ვაქცინაციის პროცესი პირველად ჩაატარეს ტაძარში. ვაქცინაციის მსურველ მრევლს აცრა წმინდა ბასილის მონასტერში შეეძლო.

"ჩვენი ტაძარი ვაქცინაციისთვის მიტროპოლიტმა აირჩია. ვასრულებთ მოვალეობას. თავად მარტში ავიცერი, მოვუწოდებ მრევლს ვაქცინაციისკენ. ეს [ტაძარში აცრა] ერთჯერადი ქმედება იქნება, თუ მომავალშიც განვაგრძობთ, ამას დრო გვაჩვენებს". – თქვა ტაძრის დეკანოზმა რუსულ მედიასთან.

ეკლესიებში ვაქცინაცია უკვე მიღებული პრაქტიკაა აშშ-სა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებშიც.

კომენტარები