აქცია ოცნების ოფისთან

ქართული ოცნების ოფისთან აქციაზე 2 ადამიანი დააკავეს

კადრი ვიდეოდან/ფორმულა

ქართული ოცნების ოფისთან გამართულ აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

უწყების ინფორმაციით, ერთი აქტივისტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და დაუმორჩილებლობას გულისმობს. მეორე აქტივისტს კი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას - წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. 


ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა. როგორც სხდომის შემდეგ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, ენმ-ძალა ერთობაშიას თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების მოხსნას მხარს დაუჭერენ.

კომენტარები