საქართველოს მართლამდიდებელი ეკლესია

მამა ლევანი: მცირე პერიოდში საქართველოს ეკლესიას მრევლი აღარ ეყოლება

მცირე პერიოდში, სამწუხაროდ, ეკლესიას, რომელიც საქართველოში ოპერირებს და მართლმადიდებელი ჰქვია, მრევლი აღარ ეყოლება. ვინმეზე და რამეზე დაბრალებას აზრი არათუ აღარ ექნება, უკვე აღარ აქვს. გაგიგონიათ, ებრძვიანო - მასონებიო, ლიბერალებიო, ბილ გეიტსებიო, მთელი სამყაროო, მაგრამ გვავიწყდება, რომ ეკლესიას ეშმაკთა ლეგიონები კი არა, არამედ საკუთრივ ეკლესიის შიგნით ქრისტეს გაუაზრებლობა, გაუცხოება და იგივე საერო ვნებათაღელვებით ცხოვრება დაუსვამს წერტილს. ქრისტეს მეორედ მოსვლისთვის დედამიწაზე აუცილებლად იქნება ჭეშმარიტი ეკლესია, მცირე, მაგრამ მაინც იქნება. უბრალოდ, არავინ დაგვპირებია, რომ ეს საქართველოშიც იქნება. ასე მეთოდურად ეკლესიის განადგურება ჭეშმარიტად მხოლოდ ქრისტიანებს შეუძლიათ! 

ბიპოლარული პოზიციები ეკლესიის ისტორიაში სულ იყო, მაგრამ განსხვავებული აზრის, მაკრიტიკებელის, თუნდაც შეურაცხმყოფელად აზრების მადეკლამირებელის განკვეთა ან ამით დამუქრება არ მახსენდება. ცილისწამებელის კი ბატონო, ოღონდ არგუმენტების სრული წარმოჩენით. ისტორიას ახსოვს დამსახურებულად და დაუმსახურებლად დასჯილები, მაგრამ 2000- წლოვან ეკლესიას რაც არ ახსოვს ეს კი ეპოქის გამოწვევების არათუ გაუაზრებლობა, არამედ პრინციპული უგულებელყოფაა...

წერს დეკანოზი ლევან მათეშვილი. 

კომენტარები