საქართველოს მართლამდიდებელი ეკლესია

"საზღაურია ღვთისაგან" – მღვდელი ქადაგებს, რომ მუცლის მოშლა ქალის ცოდვების გამო ხდება

youtube

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის დეკანოზი, საბა ჭიკაიძე ქადაგებაში ამბობს, მუცლის მოშლა ქალის ცოდვების გამო ხდება და ეს "საზღაურია ღვთისაგან".

მისივე თქმით, უნებლიე აბორტი ცოდვად არ ითვლება და ცოდვაა, როცა "ეს განზრახ თქვენი ნებით ხდება, თქვენივე შვილის სიცოცხლის შეწყვეტა".

"სხვა საკითხია, რომ შეიძლება, თუნდაც უნებლიე აბორტის შემთხვევაში, ადამიანი დაფიქრდეს, რატომ მოხდა ეს. შეიძლება ეს სხვა გარკვეული ცოდვების გამო იყოს საზღაური ღვთისაგან, რომ რაღაცაზე დააფიქროს უფალმა. ეს შეიძლება იყოს. მე მქონია შემთხვევები, ბევრჯერ, როდესაც მოუნანიებია ქალს რომ პირველ შვილზე, პირველ ორსულობაზე გაიკეთა აბორტი, ანუ შეგნებულად გაიკეთა აბორტი და შემდეგ ორი-სამი შვილი, ან ერთი ბუნებრივად მოშორდა ღვთისაგან. აი, ეს არის ხოლმე გამოსასყიდი, პირველი აბორტისა". - ამბობს დეკანოზი. 

კომენტარები