დავითგარეჯის საქმე

სინოდი: უპირატეს და ლეგიტიმურ კარტოგრაფიულ მასალას წარმოადგენს 1:200 000-იანი რუკა

საპატრიარქომ 11 თებერვალს გამართული წმიდა სინოდის სხდომის განჩინება გამოაქვეყნა, სადაც სხვა დადგენილებებთან ერთად, დავითგარეჯის საქმეზეც არის საუბარი. 

საპატრიარქო წერს, რომ 1996 წლის 13 ივნისის თანხმებით, რომელიც დაიდო ქართულ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის, 

საპატრიარქო მიიჩნევს, რომ 1938 წლის სასაზღვრო მდგომარეობის დამდგენ უპირატეს და ლეგიტიმურ კარტოგრაფიულ მასალას 1936-38 წლებში დაბეჭდილი 1:200 000-იანია მასშტაბის რუკა წარმოადგენს, რომლის დამალვასა და არგამოყენებასაც პროკურატურა კომისიის ყოფილ წევრებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ედავება. 

"დავით გარეჯის აღნიშნულ მონაკვეთთან მიმართებაში საქართველოს საპატრიარქო, 2007 წლიდან მოყოლებული, მუდამ აფიქსირებდა თავის პოზიციას და აღნიშნული საკითხისადმი ჩვენი დამოკიდებულება დღემდე უცვლელია; კერძოდ, 1996 წლიდან ამ სასაზღვრო შეუთამხმებელ მონაკვეთში, ჩვენს სახელმწიფოთა შორის არ მომხდარა სხვა რაიმე იურიდიული შეთანხმება, რაც არსებულ დე-ფაქტო მდგომარეობას შეცვლიდა, ხოლო საერთაშორისო სამართლის ნორმებით სახელმწიფოთა მხრიდან დაუშვებელია დე-ფაქტო მდგომარეობის ცვლილება ცალმხრივად, რაც, სამწუხაროდ, განხორციელდა 2007 წელს მონასტერ ჩიჩხიტურთან და 2019 წელს მონასტერ უდაბნოსთან მიმართებაში, რის შედეგადაც სასულიერო პირებს, მომლოცველებს და გარეჯის კულტურული მემკვიდრეობის სანახავად ჩასულ პირებს აეკრძალათ ჩვენი წმინდა მონასტრების მოლოცვა-მონახულება.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ჩვენს მეგობარ და პარტნიორ აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან აწარმოოს მოლაპარაკება, რათა, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, აღდგეს 2007 წლამდე ჩიჩხიტურის მონასტრის და 2019 წლამდე უდაბნოს მონასტრის ტერიტორიებთან დაკავშირებული სტატუს-კვო, რა დროსაც ორივე მონასტერს ქართული მხარე განაგებდა.

ვიმედოვნებთ, განახლებული დელიმიტაციის პროცესი წარიმართება ისე, რომ არ მოხდება ჩვენი ქვეყნის იმ ისტორიული ტერიტორიების ხელყოფა, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმებით, იურიდიულად და კარტოგრაფიულად საქართველოს კუთვნილებაა". – წერია განცხადებაში. 

სინოდის ამ დადგენილებაზე ჯერ კიდევ გუშინ, 11 თებერვალს მიტროპოლიტმა დავითმა ისაუბრა, რასაც ივერი მელაშვილის ადვოკატი გამოეხმაურა და თქვა, რომ ძალიან ბევრი უზუსტობაა. 

"1:200 000 მასშტაბის რუკები არა 1937-38 წლებში აზომილი და შემუშავებული გეგმების საფუძველზეა დაბეჭდილი, არამედ 1933-34 წლების მონაცემების საფუძველზეა დაბეჭდილი 1937-38 წლებში". – დაწერა ედუარდ მარიკაშვილმა. 

რას ამბობს ივერი მელაშვილი 1:200 000-იანი მასშტაბის რუკის ვარგისიანობაზე, წაიკითხეთ აქ

კომენტარები