ჰოლივუდი

სელმა ჰაიეკი: რობერტ როდრიგესის ფილმამდე გველების ფობია მქონდა

სელმა ჰაიეკმა "აისიდან დაისამდეს" გადაღებები გაიხსენა. მსახიობის თქმით, როდრიგესის ფილმში თამაშამდე გველების ფობია ჰქონდა. 

"თავდაპირველ სცენარში გველის სცენა არ იყო და როლზე დავთანხმდი, შემდეგ რობერტ როდრიგესმა და სცენარისტმა(კვენტინ ტარანტინო) გადაწყვიტეს, რომ გიგანტურ პითონთან ერთად უნდა მეცეკვა. გველების ფობია მქონდა და რეჟისორს ვთხოვე, სცენა ამოეღო. ტარანტინომ მითხრა, რომ სცენას არ ამოჭრიდნენ, როლს კი სხვა მსახიობს ათამაშებდნენ. ქირის ფული გადასახდელი მქონდა, ამიტომ დავთანხმდი. შემდგომში სადღაც წავიკითხე, რომ ზოგიერთ კულტურაში გველი შინაგანი სიძლიერის სიმბოლოა. სცენის გადაღებისას პითონი არა ცხოველად, არამედ, როგორც საკუთარი შინაგანი სიძლიერის სიმბოლოდ აღვიქვი და ცეკვა უპრობლემოდ შევასრულე". – იხსენებს ჰაიეკი.

From Dusk Till Down რობერტ როდრიგესის კრიმინალური ჰორორია, რომელიც ეკრანებზე 1996 წელს გამოვიდა. ფილმში მთავარ როლებს ჯორჯ კლუნი, ჰარვი კეიტელი და კვენტინ ტარანტინო ასრულებენ, ამ უკანასკნელს ეკუთვნის სცენარიც.

კომენტარები