კორონავირუსი და სკოლები

V კლასიდან მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება აუცილებელი იქნება

V კლასიდან მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება აუცილებელი იქნება. განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. 

დეტალური ინსტრუქცია სკოლებს დღესვე დაურიგდება. 

"ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ის კარგი დინამიკა, რომელიც გვაქვს, ეს კარგი ამბავია, თუმცა, შენარჩუნება სჭირდება" - აღნიშნა ჩხენკელმა.

კითხვაზე, ვინ მოამარაგებს მოსწავლეებს პირბადით, განათლების მინისტრი ამბობს, რომ "ჩვენ დეტალურად გავივლით პროტოკოლს, ამჯერად, მშობლებმა გამოატანონ თავიანთ შვილებს პირბადე".

მიხეილ ჩხენკელის თქმით, სწავლის დასაწყებად ყველა სკოლა მზადყოფნაშია.

"ინფრასტრუქტურულად მოწესრიგდა ყველა პრობლემა, მათ შორის, სველი წერილების საკითხები. სამედიცინო პროტოკოლის ყველა ნაწილი იქნება ზედმიწევნით დაცული. სკოლა აუცილებლად უნდა იყოს, არის და იქნება უსაფრთხო ადგილი ყველასთვის" - თქვა მიხეილ ჩხენკელმა.

15 თებერვლიდან, სასწავლო პროცესი თბილისის, რუსთავის და ქუთაისის სკოლებშიც დაიწყება. საქართველოს სხვა რეგიონებში არადისტანციური სწავლება 1-ლი თებერვლიდან განახლდა.

კომენტარები