კორონავირუსი სკოლებში

გამყრელიძე: ჩვენი რეკომენდაციაა, მოსწავლეებისთვის IV კლასის შემდეგ აუცილებელი იყოს პირბადე

დღეს შიდა კონსულტაციები გვქონდა დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამ საკითხზე და ჩვენი რეკომენდაციაა... დღეს ვესაუბრე განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობას, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციაა, მოსწავლეებისთვის მეხუთე კლასიდან, ანუ მეოთხე კლასის შემდეგ უნდა იყოს აუცილებელი პირბადის ხმარება. ხოლო მეხუთე კლასამდე რეკომენდებული და მშობელს ეს უნდა აუხსნა.

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში. 15 თებერვლიდან სასწავლო პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით ახლდება.

კომენტარები