შინდისი

"შინდისის" საუნდტრეკი გამოვიდა

ქართული საომარი დრამის, "შინდისის" ოფიციალური საუნდტრეკი გამოვიდა. ფილმისთვის მუსიკა ქართველმა კომპოზიტორმა, ზვიად მღებრიშვილმა, იგივე Zviad Mgebry-მ დაწერა, რომელიც ლევან აკინის გახმაურებული LGBT დრამის, "და ჩვენ ვიცეკვეთ"-ის საუნდტრეკის ავტორიც არის.

საუნდტრეკის მოსმენა Youtube-ზე, AppleMusic-ზე და Spotify-ზეა შესაძლებელი.

2019 წელს გადაღებული ფილმი რუსეთ-საქართველოს ომის ერთ-ერთ ეპიზოდებს ეხება. სიუჟეტის ცენტრში ქართველი სამხედროები არიან, რომლებიც რუსი ოკუპანტების მიერ დაგებულ მახეში გაებმებიან. დაჭრილ ჯარისკაცებს საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ადგილობრივი მოსახლეობა ეხმარება.

სურათში მთავარ როლებს გოგა პიპინაშვილი, დათო ბახტაძე, თამარ აბშილავა და გიორგი ხურცილავა ასრულებენ. ფილმი საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით არის გადაღებული. ფილმის მუსიკაზე, ხმაზე და ხმის მონტაჟზე ქართული კომპანია Postred მუშაობდა.

ცინცაძემ ვარშავის საერთაშორისო ფესტივალზე საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მოიპოვა, ხოლო ფილმს გრან-პრი გადაეცა. “შინდისი” სანტა ბარბარას ფესტივალის ნომინანტია. 2019 წელს ფილმი საქართველომ ოსკარზე წარადგინა.

კომენტარები