შინდისი

7 თებერვალს "შინდისის" სატელევიზიო ჩვენება გაიმართება

7 თებერვალს, 22:00 საათზე "რუსთავი 2"-ის ეთერში დიტო ცინცაძის სამხედრო დრამის, "შინდისის" პრემიერა გაიმართება.

2019 წელს გადაღებული ფილმი რუსეთ-საქართველოს ომის ერთ-ერთ ეპიზოდებს ეხება. სიუჟეტის ცენტრში ქართველი სამხედროები არიან, რომლებიც რუსი ოკუპანტების მიერ დაგებულ მახეში გაებმებიან. დაჭრილ ჯარისკაცებს საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ადგილობრივი მოსახლეობა ეხმარება.

სურათში მთავარ როლებს გოგა პიპინაშვილი, დათო ბახტაძე, თამარ აბშილავა და გიორგი ხურცილავა ასრულებენ. ფილმი საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით არის გადაღებული.

ცინცაძემ ვარშავის საერთაშორისო ფესტივალზე საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მოიპოვა, ხოლო ფილმს გრან-პრი გადაეცა. “შინდისი” სანტა ბარბარას ფესტივალის ნომინანტია. 2019 წელს ფილმი საქართველომ ოსკარზე წარადგინა.

კომენტარები