კორონავირუსი და შეზღუდვები

გამყრელიძე: ვეცადოთ, ავტობუსსა და მეტროში დავიცვათ დისტანცია, უნდა იყოს რიგის სისტემები

მუნიციპალური ტრანსპორტი მობილობის ზრდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტიმულატორია. თუ არ ვცდები, მეტროთი ყოველდღიურად 500 000 ადამიანი გადაადგილდება და, ასევე, საკმაოდ დიდი რაოდენობა ავტობუსებით თუ სამარშრუტო ტაქსებით და ა.შ.

ეს მობილობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტიმულატორია, ამიტომ, ერთმანეთიც უნდა ვაკონტროლოთ და იქ, ყველგან უნდა იყვნენ კონტროლიორები, არავინ არ უნდა დაუშვან პირბადის გარეშე - არც ავტობუსში, არც მიკროავტობუსში, არც მეტროში.

მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, დავიცვათ დისტანცია და არ უნდა იყოს ავტობუსები თუ მეტროს ვაგონები გადაჭედილი. უნდა იყოს ე.წ რიგის სისტემები, იმიტომ, რომ  ხალხის დიდი თავყრილობა არის სწორედ მომატებული რისკის სტიმული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე პირველი არხის ეთერში. 8 თებერვლიდან, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდება.

კომენტარები