რუსული ოკუპაცია

ზაზა გახელაძის ოჯახმა დასავლეთის ავტომაგისტრალი გადაკეტა

უკანონოდ დაპატიმრებული ზაზა გახელაძის ოჯახმა პროტესტის ნიშნად დასავლეთის ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტა. 

ამის შესახებ ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი  დავით ქაცარავა ავრცელებს. 

"გახელაძის ოჯახის წევრებმა გადაკეტეს აქ ავტობანი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოძრაობა შეზღუდული იყო. ფაქტია, რომ ოჯახი თავის ლეგიტიმურ გულისწყრომას და აღშფოთებას გამოხატავს. პოლიცია აქ არის და პოლიციის თხოვნის შედეგად, ოჯახმა მოძრაობა ახლა გახსნა". - ამბობს გახელაძე. 

მისი ინფორმაციით, პოლიციასთან საუბრის შემდეგ, ოჯახმა მოძრაობა გახსნა.


ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  ბრალდების მხარე გახელაძესთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.

ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალებმა 11 ივლისს ფეხში დაჭრეს და დააკავეს. გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).

კომენტარები