2021 წელს გარდაცვლილები

თემურ წიკლაური კორონავირუსით გარდაიცვალა

მომღერალი თემურ წიკლაური 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები ადასტურებენ. ის კორონავირუსის დიაგნოზით გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა - თემურ წიკლაური რამდენიმე კვირის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იყო.

თემურ წიკლაური 1967–1972 წლებში იყო ანსამბლ ციცინათელას წევრი, 1972 წლიდან ანსამბლ ივერიას სოლისტი, მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე ფილმში.

მან 1990 წელს მიიღო საქართველოს სახალხო არტისტის წოდება, 2010 წელს კი, თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა.

კომენტარები